ისტორიის სუნი.ზუსტად ისეთი, დაძველებულ ვარდებს რომ აუვათ ხოლმე სიოს დაბერვაზე. მაშინ არ იცოდნენ, რომ ის სუნი ყველგან დაიბუდებდა - ტანსაცმლის საკიდებში, პომიდვებში, გუდრონით მოგებულ გზებზე, განსაკუთრებულ ფერებში, რესტორნის კერძებში, უთქმელ სიტყვებსა და ცარიელ თვალებში.სანამ გაიზრდებოდნენ, სულ იმ სუნთან შეგუებისა და თანაარსებობის გზების ძიებაში იქნებოდნენ. ეცდებოდნენ, თავი დაერწმუნებინათ, რომ გეოლოგიური ეპოქების თვალსაზრისით, ეს მეტად მცირე და უმნიშვნელო ამბავი იყო - ქალი-მიწის ერთი თვალის დახამხამება; რომ უარესებიც ბევრჯერ მომხდარა. ბევრჯერ კი არა, გამუდმებით ხდებოდა, მაგრამ ეს აზრი შვებას ვერ მოჰგვრიდათ.
Arundhati Roy